01:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 14:38:14, 1214 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნებისა და რეფერენდუმების“ ჩატარებას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, განკარგულება კი შესაბამის პორტალზე გამოქვეყნდა.

მედიის ცნობით, აღნიშნულ რეგიონებში არჩევნების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

მედიის ცნობითვე, მაისის შუა რიცხვებში სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო აღმშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ადგენს არჩევნების ჩატარების პროცედურას საომარი მდგომარეობის პირობებში.

"მანამდე კანონმდებლობით დადგენილი იყო, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ იმართებოდა რეფერენდუმი და სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. 

ახალი წესები განმარტავს, რომ ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც არჩევნების ან რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რუსეთის ფედერაციის ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და FSB-სთან კონსულტაციების შემდეგ. ასეთ ვითარებაში არჩევნები და რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს მთელ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მდგომარეობაა შემოღებული',- წერს მედია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics