01:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 11:43:35, 1052 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის შსს-მ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს..

მედიის ცნობით, სენატორის ძებნილთა სიაში შეყვანის ბრძანება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა მას შემდეგ გასცა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სენატორი ამბობდა, რომ "აშშ-ს საუკეთესოდ დახარჯული ფული" არის ის დახმარება, რომლის შედეგადაც "რუსები იხოცებიან".

"1955 წლის 9 ივლისს დაბადებული ამერიკელი გრეჰემ ლინდსი ოლინი იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით",- ნათქვამია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში.

ამასთან, როგორც მოგვიანებით გამოცემა Reuters-მა გაარკვია, სენატორის სიტყვები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო და სინამდვილეში ის ამბობდა, რომ "აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისთვის არის ვაშინგტონის მიერ საუკეთესოდ დახარჯული ფული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics