03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-27 11:32:34, 821 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის საგარეო - კიშინიოვში გასამართ სამიტზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არ იგეგმება

კიშინიოვში გასამართი სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა არაა გათვალისწინებული. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნება.

„როგორც არაერთხელ გვითქვამს, ოფიციალური ერევანი მზად იქნება შეთანხმების ხელმოსაწერად, როდესაც საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics