04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 12:25:03, 1214 ნახვა

მსოფლიო
სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს - მედია

თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, სინან ოღანმა პრეზიდენტობის კანდიდატს მოსთხოვა, კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლი არ შეცვალოს. მათ შორის - აღკვეთოს კონსტიტუციიდან თურქული იდენტობის ამოღების მცდელობა; იბრძოლოს ტერორიზმთან; განახორციელოს თავშესაფრის მაძიებელთა ეტაპობრივი დეპორტაცია; საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაში უზრუნველყოს მეტი მოქნილობა.

ცნობისთვის, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან. 

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

რაც შეეხება "ATA ალიანსის" წევრ სინან ოღანს, მან არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics