14:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:13:48, 823 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა ცესკო-სთან დაკავშირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ცესკო-ს წევრობისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში ცვლილებები, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ცესკო-ს თავმჯდომარისა და  ცესკო-ს წევრთა უფლებამოსილების ვადისა და მათი არჩევის წესის ცვლილებას.

კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე.  

საკონკურსო კომისიაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება.

ცესკო-ს თავმჯდომარის და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პრეზიდენტის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით აირჩევიან.

კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტის წევრები - მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics