04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 09:27:57, 1337 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს

ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემთან დისკუსიის დროს განაცხადა.

შეკითხვაზე - „რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ?“, ბლინკენმა განაცხადა: „არასოდეს თქვა არასოდეს“.

European Pravda-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებენ, ეს აიძულებს აშშ-ს დააწესოს დამატებითი შეზღუდვები ქვეყნებზე, რომლებიც კრემლთან ერთად მოქმედებენ.

მედიის ცნობითვე, მანამდე ბაიდენის ადმინისტრაციამ უარყო რუსეთის მოთხოვნა ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადების შესახებ და განაცხადა, რომ ეს დაბლოკავდა ყოველგვარ დიპლომატიურ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics