06:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 10:24:42, 952 ნახვა

მსოფლიო
პოლონური მედია - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ევროკავშირში პოლონეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირში პოლონეთის ელჩის, ანდჟეი სადოსის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნულ პაკეტში ბევრი საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ღრმა ანალიზს საჭიროებს. 

„შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ რუსული აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტის ნებართვის გაგრძელების გამართლებას“,- განაცხადა სიდოსმა.

ცნობისთვის, 9 მაისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი წარადგინა.

მისი თქმით, ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ომის მანქანა და შემოსავლები ჩამოშალოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics