02:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 17:45:10, 995 ნახვა

სამართალი
5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობაში 2 მსჯავრდებულს სააპელაციომ ბრალი დაუმძიმა

5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს სააპელაციო სასამართლომ ბრალი დაუმძიმა.

სასამართლომ ორივე მსჯავრდებულს, გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.

რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა:

  • ზაზა ჭაავა - 1 წელი;
  • მურად დევლარიშვილი - 1 წელი;
  • გენო ჰერმანიშვილი - 3 წელი;
  • გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი;
  • თედო ბურდული - 3 წელი.

მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, „ნიუ პოსტის“ ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, „ფორმულას“ ფოტოგრაფის - ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის - ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები.

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის აქციის არცერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ+ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომელთაც პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფო“ მეთაურობდა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებს დაესხნენ თავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics