01:42 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-07 18:56:15, 1825 ნახვა

სამხედრო
რუსულმა სუ-35 გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე პოლონური L410 Turbolet შეაკავა

რუსულმა სუ-35 გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე პოლონური L410 Turbolet შეაკავა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი მფრინავების ქმედებებმა გამოიწვია ტურბულენტობის გაზრდილი დონე და სერიოზული სირთულეები პოლონური თვითმფრინავის კონტროლში, - იუწყება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური.

ბუქარესტმა რუსი პილოტების ქმედებებს მიუღებელი და აგრესიული უწოდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სუ-35-ის მანევრების გამო პოლონურმა თვითმფრინავმა დაკარგა სიმაღლე, მაგრამ მოახერხა უსაფრთხოდ დაშვება მიხაილ კოგალნიცეანუს აეროპორტში, Ზარალის გარეშე.

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის L410 Turbolet რუმინული ეკიპაჟით პატრულირებდა შავ ზღვას ევროკავშირის სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს Frontex-ის მისიის ფარგლებში. ტორეხონში ნატოს ბაზაზე მომხდარი ინციდენტის დროს რუმინეთის საჰაერო ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი და ესპანეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი მზადყოფნაში იყო მოყვანილი.

ინციდენტის გარემოებების გარკვევის მიზნით რუმინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრონტექსთან და პოლონეთთან.

მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი აღნიშნულ ინციდენტზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics