00:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 16:45:49, 1072 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესასმსახური ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილია ამ ისტორიულ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ცერემონიას.

„ბრიტანეთი განსაკუთრებით ემზადება მეფე ჩარლზის კორონაციისთვის, რაც ბუნებრივია, ვინაიდან თითქმის ერთი საუკუნეა მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ცერემონია არ ჩატარებულა“, - განაცხადა ელჩმა სიფიო ქაცარავამ.

ადმინისტრაციის ცნობითვე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით იმართება.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics