|
2023-05-03 15:53:06, 869 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს. ჰაკერის თქმით, მას განუმარტეს, რომ საქართველოში არსებული კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ეძლევა უფლება, მოინახულოს პატიმარი. "როგორც განმიმარტეს, საქართველოში არსებული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აძლევს უფლებას პატიმრის მონახულების, ამიტომ არ შემიშვეს ნიკა გვარამიას მოსანახულებლად. მე აქ ვარ, რომ გამოვხატო ნიკა გვარამიასა და თავისუფალი მედიის მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და ღიად თქვა რეზოლუციით, რომ მისი პატიმრობა უნდა შეიცვალოს, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები",- განაცხადა თომას ჰაკერმა „მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია იმართება. აქციას ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენელი თომას ჰაკერიც შეუერთდა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)