2023-05-02 21:47:50, 1628 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიკოლენკო - უკრაინა ნატო-ს პრობლემა კი არა, უპირატესობაა
უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი და ჩვენი სახელმწიფოს ნატო-ში შესვლა მთელი ალიანსის სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მიზანი უკრაინის სრული განადგურებაა, მაგრამ პროგრესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ აიძულებს რუსეთს თავისი აგრესია შეაჩეროს.
„უკრაინა ნატო-ს პრობლემა კი არა, უპირატესობაა. ამიტომ, ანონიმური წყაროების არგუმენტების საპასუხოდ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებშია და მოვუწოდებთ პარტნიორებს, გამოიჩინონ ლიდერობა.
მოსკოვის მიზანი უკრაინის სრული განადგურებაა, მაგრამ პროგრესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ აიძულებს რუსეთს დაამშვიდოს თავისი აგრესია“, - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,