11:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 19:31:13, 1436 ნახვა

მსოფლიო
დასავლეთის სანქციების საფრთხის გამო, ინდოეთისთვის რუსული იარაღის მიწოდება შეწყდა - Bloomberg

ინდოეთისთვის რუსული იარაღის მიწოდება შეჩერდა ქვეყნის ხელისუფლების შიშის გამო, რომ აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ. ინფორმაციას Bloomberg ინდოეთის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვერ იღებს ორ მილიარდ დოლარზე მეტს ინდოეთისთვის განკუთვნილი იარაღისთვის.

სააგენტოს ცნობით, ინდოეთს არ სურს რუსეთს იარაღში დოლარით გადაუხადოს აშშ-ს სანქციების თავიდან ასაცილებლად. თავის მხრივ, რუსეთი უარს ამბობს ინდოეთის მიერ შეთავაზებულ გადახდის ვარიანტზე ინდური რუპიით, ამ ვალუტის არასტაბილურობის გამო.

ახლა ინდოეთის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, როგორ განაახლოს მარაგი და არ მოხვდეს სანქციების ქვეშ. ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, არის ბარტერი, წერს Bloomberg.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics