13:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 09:44:46, 1252 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ამერიკის უსაფრთხოება

ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავაბრუნებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით ზუსტ წყაროს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, საიდუმლო დოკუმენტების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და აშშ-ს თავდაცვა ყველაფერს გააკეთებს, შეინარჩუნოს ამერიკის უსაფრთხოება.

"საქმე გადავეცით იუსტიციის დეპარტამენტს, რომელმაც დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. ახლა უფრო მეტს ვერ გეტყვით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ვერაფერი შეგვიშლის ხელს შევინარჩუნოთ ამერიკის უსაფრთხოება“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა, სადაც ოფიციალური პირების განცხადებით, განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე გამოძიება 9 აპრილს დაიწყო.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ Twitter-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავარაუდო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა უზუსტობის მაღალი დონით ხასიათდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics