11:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 16:15:37, 720 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ჩვენ გვაქვს ევროპული მიზნები და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამის შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, - ასე უპასუხა  თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მოსამართლეების დასანქცირება შეაფერხებს თუ არა 12-პუნქტიანი გეგმის  შესრულებას. 

მისივე თქმით, საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც შეეძლო მიეღო კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან გარკვეულ ქვეყნების შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, მაგრამ როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, საქართველოს შემთხვევაში რეზოლუციებს სხვა რამისთვის იყენებენ.

„რაც შეეხება 12-პუქტიან გეგმას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესრულდეს რეკომენდაცია, ე.წ. გზამკვლევი, რომელიც არის წარმოდგენილი. ჩვენ შეგვეძლო  12-პუნქტიანი გეგმის გარეშეც მიგვეღო სტატუსი, ამაზე მეტყველებს ის, რომ გარკვეულ ქვეყნებს მისცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. როგორც ჩანს, ჩვენს შემთხვევაში ამას სხვა რამისთვის იყენებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს გასაკეთებელს  აუცილებლად გავაკეთებთ. შემდეგ ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციის გაერთიანება შეიძლება „ოცნების“ პარტიის ჩარევის გამო ჩაშლილიყო
ნიკა გვარამია: საქართველო ანაკლიის პორტს დამოუკიდებლად ვერ ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics