12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 10:15:05, 1273 ნახვა

პოლიტიკა
ფრიდი - საქართველოში ნათელი წერტილი სამოქალაქო საზოგადოება და მისი ძალაა

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი Foreignaffairs-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით "რუსეთი საქართველოში იმარჯვებს" ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს მკვეთრი ანალიზი, სამწუხაროდ, ზუსტია".

როგორც ფრიდი სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში "ნათელი წერტილი" სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც ავტორიტარიზმს არ ეგუება.

"ეს მკვეთრი ანალიზი საქართველოს რესპუბლიკის სამწუხარო მდგომარეობისა სამწუხაროდ ზუსტია. ნათელი წერტილი არის ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად საზოგადოების მუდმივი ძალა: ისინი არც დაშინებულები არიან და არც ავტორიტარიზმს ეგუებიან", - წერს მკვლევარი Twitter-ზე.

ცნობისთვის,  Foreign Affairs-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ დაუჭირა მხარი უკრაინას, არამედ გააძლიერა კიდეც ანტიდასავლური პროპაგანდა. სტატიაში აღინიშნა ისიც, რომ საქართველომ მოსკოვის ქებაც კი დაიმსახურა იმის გამო, რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics