12:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 14:41:09, 796 ნახვა

პოლიტიკა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა.
ფინური მედიის ცნობით, სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს, საული ნინისტოს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანა მარინის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ დამარცხდა.  

ხმების 95%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატიული „ეროვნული კოალიციის პარტია“ 20.7%-ით, მეორე ადგილზე კი - ულტრამემარჯვენე „ფინელების პარტია“ 20.1%-ით.

სანა მარინი არჩევნებში მეორე ვადით იბრძოდა. 2019 წელს ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, მან თანამდებობა 34 წლის ასაკში დაიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics