|
2023-04-06 14:50:05, 812 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი დასანქცირებაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული,- ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. მისი თქმით, მსგავსი მძიმე გადაწყვეტილება, იმ დროსაც კი არ გამოტანილა, როდესაც პარლამენტის წევრები სასამართლოს კარნახობდნენ, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი, ცნობილი იყოს ვისი მხრიდან იქნა ინფორმაცია მიწოდებული, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რასთან გვაქვს საქმე, ყველას გვაინტერესებს. პარლამენტის წევრები როდესაც კარნახობდნენ სასამართლოს რა გადაწყვეტილებები უნდა მიეღო, იმ დროს არ ყოფილა ასეთი მძიმე გადაწყვეტილება გამოტანილი და ჩვენთვის საინტერესოა და ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ როგორ შეიძლება ეს აიხსნას. იქნება კონკრეტული საკითხები, რომლებზეც მოგვიწევს ჩვენ ყველას მსჯელობა და ეს საზოგადოების განხილვის საგნად იქცევა. ყველაფერს აქვს თავისი დრო, არსებობს რაღაც დიპლომატიური ეტიკეტი და თანამშრომლობა და ჩვენ ამ ეტიკეტს ვირჩევთ, რომ ჩვენ პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია და გავერკვეთ კონკრეტულ საკითხებში, ამის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს",- განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)