16:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 21:05:03, 1326 ნახვა

პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

მანამდე ვიოლა ფონ კრამონი  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიასთან დაკავებული აქტივისტის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები "ევროპული საქართველო" და მისი პარტნიორი ორგანიზაციები არიან. 

პროტესტს უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. 

ახლაგაზრდების ერთადერთი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეპრესიების შეწყვეტა და მათი თანატოლის ციხიდან გამოშვებაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics