17:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 12:59:50, 1084 ნახვა

პოლიტიკა
კირბი - რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას არ აძლევს

რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლებას ამ დრომდე არ აძლევს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. 

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კვლავ მუშაობს რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის ევან ჰერშკოვიჩთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად.

მანვე დასძინა, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქემ უნდა დატოვოს რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა.

"ახლა ამერიკელებისთვის რუსეთში ყოფნის დრო არ არის. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით - საქმისთვის,სიამოვნებისთვის თუ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის - უნდა დატოვოთ რუსეთი, ვინაიდან რუსეთში ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა", - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics