17:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 18:51:26, 1196 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ფინეთი ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება

ფინეთი ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ნატო-ს უფრო ძლიერს. 

„ფინეთი ოფიციალურად შეუერთდება ჩვენს ალიანსს უახლოეს დღეებში. ფინეთის გაწევრიანება ფინეთს უფრო უსაფრთხოს გახდის და ნატოს უფრო ძლიერს. მოუთმენლად ველი, რომ რაც შეიძლება მალე მივესალმები შვედეთს, როგორც ნატოს ოჯახის სრულუფლებიან წევრს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics