17:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 12:29:50, 978 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება - ხალხმა მანდატი ამისთვის მოგცათ

ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი და სწორედ ამისთვის ხართ აქ,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებს.

როგორც პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას მოითხოვს.

"31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფრენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა. აღსრულდა ნება ქართველი ერისა - ამ სიტყვებით ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის სწორედ ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს, ხელისუფლება ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ აამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი და სწორედ ამისთვის ხართ აქ. ამიტომ, მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე გაწერილი მუხლი - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველაზე ზონა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ ხელეკრულებების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics