19:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-25 15:14:24, 859 ნახვა

პოლიტიკა
სარჯველაძე ზურაბიშვილზე - არ ვიცი რამდენად შეფასებული აქვს პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც შესაძლოა მოუწიოს

იყო ისეთი განცხადებები, რომლებიც, ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს სათანადოდ არ აქვს შეფასებული ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში შეიძლება უწევდეს.

"იქ იყო ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთგვარად ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. და ერთგვარად მე დავინახე გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებით პროცესების განვითარება.

როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია, იცით რა არის, ოდნავ მეტი წინდახედულობა, ეს ერთი და მეორე, ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას. 

როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს და დავანებოთ თავი პერსონალიებს, თავს ესხმოდნენ, ისე, როგორც ესხმოდნენ და ამის პასუხად თუ გადადგამს ნაბიჯს პრეზიდენტი ისეთს, როგორსაც შესაძლოა ის აპირებდეს ან გეგმავდეს, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ასე აპირებთ, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი შესაფასებელია, არ ვიცი რამდენად შეფასებული აქვს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში შეიძლება უწევდეს, მათ შორის თუ აქვს პოლიტიკური ამბიცია და პოლიტიკური გეგმები",- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველთან' ინტერვიუში ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი "აზრზე უნდა მოვიდნენ". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics