19:55 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 20:20:19, 887 ნახვა

პოლიტიკა
„გერმანია საქართველოს გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორია“ - ბერბოკისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან დასრულდა.

როგორც პარტია ლელოს ლიდერმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, გულახდილი და პირდაპირი, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არა თუ არ სრულდება, არამედ განწყობაც კი არ იგრძნობა, რომ საკითხი შესრულდება.

ენმ-ის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, 12 რეზოლუციასთან ერთად საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხს.

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, მან გერმანელ დიპლომატს აუხსნა სიტუაციის სიმწვავე და მოახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა მისი საკითხი ფატალურად დასრულდეს.

„შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ იმ ასპირაციაში, რაც არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება", - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს, გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

ანალენა ბერბოკი ქვეყანას დღეს ღამით დატოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics