|
2023-03-24 13:44:21, 643 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - საბურთალოზე და მთელ საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, „ოცნება“ დამარცხდება - ამიტომ არ გააგდეს სერგეენკო
დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოქრიაშვილის თქმით, ხელისუფლების დრო ამოწურულია. „აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ, არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)