19:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 13:14:08, 1301 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ EU-ს განცხადებას ვეტო დაადეს

უნგრეთი არ ადასტურებს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვეტო დაადეს EU-ს განცხადებას პუტინის დაკავების ორდერის შესახებ, -  ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მატე პაზოლაიმ უნგრულ მედიასთან გააკეთა. 

პაზოლაის შეფასებით, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდოდათ კომენტარის გაკეთება.

"ინფორმაცია ტყუილია, უნგრეთი ითვალისწინებს ICC-ის გადაწყვეტილებას და არ სურს მასზე რაიმე კომენტარის გაკეთება", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics