23:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 10:37:50, 1930 ნახვა

პოლიტიკა
იუსოვი - ამჟამად არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

იუსოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან.

„არის შემთხვევები, როდესაც პუტინის რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია, ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. თუმცა, იარაღის მიწოდების არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. უკრაინა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი მოსკოვს გუშინ, 20 მარტს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics