02:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 09:11:36, 791 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ - ძვლები იშლება, ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ექიმები მასთან დაკავშირებით პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ.

როგორც გამოცემა წერს, ექსპრეზიდენტთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა სააკაშვილისგან კითხვებზე წერილობითი პასუხი მისი ადვოკატის დახმარებით მიიღეს.

შეკითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, მესამე პრეზიდენტმა ასე უპასუხა: 

„თავდაპირველად, 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”.

გამოცემა ასევე ესაუბრა ექსპრეზიდენტის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

"საშინელი მდგომარეობაა. ის ჰგავს პატიმარს ნაცისტურ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში", - ამბობს ხაჭაპურიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics