16:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 13:32:13, 1517 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - რუსეთმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების ქსელი შექმნა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე წამების სულ მცირე 20 ქსელი შექმნეს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება უკრაინელ და საერთაშორისო იურისტებზე დაყრდნობით იტყობინება, წამების ქსელი რუსული სტრატეგიის ნაწილია და მიზნად უკრაინული იდენტობის განადგურებას ისახავს.

„დაკავების ცენტრები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ისინი ქცევის იდენტურ გზას მიჰყვებიან“, - უთხრა საერთაშორისო გამომძიებლების მობილური გუნდის თანამშრომლების ხელმძღვანელმა,  ვეინ ჯორდაშმა CNN-ს.

ჯორდაშის თქმით, რუსეთი მიჰყვება წამების კონკრეტულ გეგმას, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება.

”პირველი ეტაპი, ფაქტობრივად, არის დაკავება და ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანთა მოკვლა, რომლებიც ”ლიდერებად ” მიიჩნევიან.

მეორე ეტაპი არის ერთგვარი ფილტრაციის პროცესი. მოსახლეობა, რომელიც პატიმრობის ცენტრების მიღმა რჩება, ან ნებისმიერი სახის წინააღმდეგობის ორგანიზებაში შეიძლება იყოს ჩართული, მუდმივ მონიტორინგს და ფილტრაციას ექვემდებარება. იდენტიფიცირების შემდეგ, აგზავნიან რუსეთში ან  დაკავების ცენტრებში ტოვებენ და აწამებენ. 

მესამე ეტაპი უკრაინული იდენტობის განადგურებაა", - ამბობს ჯორდაში.

მისი განმარტებით, აღნიშნული მეთოდები გამოიყენებოდა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რეგიონებში - ბუჩაში, ბოროდიანკაში, თუმცა ხანგრძილივი ოკუპაციიდან გამომდინარე, რუსები "ყველაზე შორს" ხერსონში წავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანას იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics