10:47 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 13:13:51, 815 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე - გავითვალისწინეთ სააკაშვილის ფსიქო-ემოციური ფონი და შევუცვალეთ მკურნალი ექიმი

გავითვალისწინეთ სააკაშვილის სურვილი თუ მოთხოვნა და შეეცვალა მკურნალი ექიმი,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, ექიმის ჩანაცვლება მოხდა ვითარებიდან გამომდინარე, რადგან პაციენტი და ექიმი ურთიერთთანამშრომლობას ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ახლა თამარ დავარაშვილის ნაცვლად პაციენტთან ლუიზა შენგელია იმუშავებს.

"ის რაც განაცხადა ქალბატონმა თამარმა, რა თქმა უნდა, პაციენტი და ვერც ექიმი ვერ შეძლებდნენ ურთიერთთანამშრომლობას, ეს იყო რა თქმა უნდა, პაციენტის ინიციატივა და მე კიდევ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის ფსიქო-ემოციურ ფონს, ამიტომ გავითვალისწინეთ მისი ეს სურვილი თუ მოთხოვნა და ჩანაცვლდა ახალი ექიმ-თერაპევტით, ესაა ქალბატონი ლუიზა შენგელია, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ვთქვი და მე იმედს ვიტოვებ, რომ პაციენტი ამ შემთხვევაში მაინც კიდევ უფრო მეტად გაიზიარებს ექიმის რეკომენდაციებს",- განაცხადა ჩხაიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics