20:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 13:07:51, 1612 ნახვა

მსოფლიო
ფედერიკა მოგერინი:უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია

„უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ ყველა ძალისხმევა პოლიტიკურ მოლაპარაკებებზეა მიმართული“,- ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც დაწყებულია რუსეთთან.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ახალი მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც დაწყებულია რუსეთთან და უახლოეს საათში  გაგრძელდება. უნდა აღვნიშნოთ რომ ევროკავშირი ერთიანი რჩება რუსეთზე  ეკონომიკური ზეწოლის საკითხში, ჩვენ ასევე ერთიანები ვართ დიპლომატიური ძალისხმევაში და მცდელობაში იმისთვის, რომ კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ.  ევროკავშირშიც და  ნატო-შიც ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ ყველა ძალისხმევა ახლა მიმართულია პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე და ჩვენ გვჭირდება, რომ ამან იმუშაოს“,-განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ  გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი  ფრანსუა ოლანდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეები, 5 საათის განმავლობაში უკრაინაში არსებულ ვითარეაბას განიხილავდნენ, თუმცა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა მოსკოვი კომენტარის გარეშე დატოვეს.

ასევე, დღეს მერკელი, ორლანდი, პუტინისა და პოროშენკოს შორის სატეეფონო მილაპარაკებაა დაგეგმილი.

მოლაპარაკებაზე მხარეები მინსკის შეთანხმების შესრულების გზებზე უნდა შეჯერდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics