13:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 13:21:58, 775 ნახვა

პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს

პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის პარლამენტში ერთადერთი ადამიანი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. 

"ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ და ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნისთვის სწორი. ყველა ვხედავთ, რომ ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი.  მე მინდა ლევენ იოსელიანი წარვადგინო სახალხო დამცველის კანდიდატად,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. 

ომბუდსმენის პოსტზე გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, მარიკა არევაძე, თინათინ ერქვანია, გიორგი მარიამიძე, ლელა გაფრინდაშვილი, ქეთევან ჩაჩავა, ნიკოლოზ ნიკოლაძე, ალექსანდრე კობაიძე, იაგო ხვიჩია,  სოფიო დემეტრაშვილი, ჯემალ ნათელაშვილი, ლევან კოკორაშვილი, გიორგი ცობეხია, მაკა მინდიაშვილი, ევგენია თავაძე და სერგო მახარაძე არიან წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარუდგენია თავად მმართველ პარტიას. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics