13:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-28 12:24:10, 762 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი - აქამდე გვეგონა, რომ EU-ს კანდიდატის სტატუსის გასაღები ბრიუსელში იყო, თურმე „ვივამედში“ ყოფილა

ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში", - ამის შესახებ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მაჭარაშვილისთვის ევროინტეგრაციისკენ საქართველოს მისწრაფებების "კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხამდე დაყვანა" მიუღებელია.

"ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში და თურმე ყოფილა "ვივამედში". ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ "ვივამედში", ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რომ ამდენსაუკუნოვანი ლტოლვა ჩვენი ევროინტეგრაციის დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებაზე, რასაც სხვათაშორის ევროპული სასამართლოც კი ეთანხმება", - აცხადებს მაჭარაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვედეთის ელჩთან ერთად, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, მინისტრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს 27 წევრი ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics