14:37 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 15:26:32, 791 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - რუსეთის კანონის ანალოგია, რომლის მიზანიც განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა

რუსეთის კანონის ანალოგია, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი „ხალხის ძალის" მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს.

დეგნანის თქმით, საქართველომ იბრძოლა დემოკრატიის საშენებლად, თავისუფლებების დასაცავად, ეს კანონი კი ძირს გამოუთხრის ამ პროგრესს.

„ეს კანონი პირდაპირ რუსეთის კანონის ანალოგია. რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება და განსხვავებული მოსაზრებების ჩაჩუმებაა და თუ შევხედავთ რაც ახლა რუსეთში ხდება დაინახავთ, რომ რუსული კანონი ძალიან ეფექტური გამოდგა, სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების კუთხით.

საქართველომ იბრძოლა ბევრი დემოკრატიის საშენებლად, თავისუფლებების დასაცავად, ეს კანონი ძირს გამოუთხრის ამ პროგრესს. ისმის კითხვა რომელსაც სჭირდება პასუხი -  რატომ უნდა გვჭირდებოდეს კანონი, რომელსაც მხოლოდ ნეგატიური ეფექტი ექნება" - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, ანტიდასავლურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, კანონპროექტის მეორე ვარიანტის ინიცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ოპოზიცია ორივე ვარიანტს "რუსულ კანონს" უწოდებს, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი, ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტის მხარდამჭერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics