08:59 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 17:47:17, 3453 ნახვა

სხვადასხვა
ჯო ბაიდენს რუსეთის პენზას რეგიონში შესვლა აუკრძალეს

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში პენზას რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ. ბრძანებას ხელი მოაწერა რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ.
„ჩვენი რეგიონი არ მიესალმება თავის ტერიტორიაზე ადამიანებს, რომელთა ხელშია ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი, რომლებიც საკუთარ თავს აძლევენ უფლებას პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენონ რუსეთის და მის მოსახლეობას. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ხალხი“, - წერს ის ტელეგრამის არხზე.
თუმცა ბაიდენი პენზას რეგიონში მელნიჩენკოს ბრძანებამდეც ვერ მოხვდა. მას რუსეთში შესვლა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში აუკრძალეს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ეს ნაბიჯი, საპასუხო რეაქციად გადადგმული, გარდაუვალი შედეგი იყო აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის უკიდურესად რუსოფობიური კურსის, რომელიც ამერიკის ჰეგემონიის შენარჩუნების სასოწარკვეთილი მცდელობისას, ყოველგვარი წესიერების უგულებელყოფით, რუსეთის ფრონტალურ შეკავებას აყენებს. .”
ბაიდენი არ არის პირველი, ვისაც რუსეთის გარკვეულ რეგიონებში შესვლა აუკრძალეს. 2014 წლის ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა შექმნა სანქციების საკუთარი სია და მასში შეიყვანა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მან მას და სიის სხვა წევრებს რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და „საბანკო ანგარიშებისა და ნებისმიერი ქონების გაყინვა დაავალა“. 2016 წელს კრემლმა რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩს მაიკ მაკფოლს სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics