|
2023-02-23 13:29:07, 825 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშეს ქრისტინ მუმას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აშშ-ის საელჩოს ატაშემ ქრისტინ მუმამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამ მხრივ ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აშშ-ის საელჩოს ატაშემ ვაშინგტონში დაგეგმილ კლიმატის სამიტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოთარ შამუგია სამიტზე დასასწრებად აშშ-ში მიიწვია. „კლიმატის ცვლილება დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღოთ მონაწილეობა მაისში დაგეგმილ სამიტში“, - განაცხადა ქრისტინ მუმამ. "აშშ-ის საელჩოს ატაშემ, შეხვედრაზე, USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისათვის ახორციელებს არაერთ პროგრამას/პროექტს და მზადაა მეტი ჩართულობისა და არსებული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოვებისათვის. აშშ-ის საელჩოს ატაშე ქრისტინ მუმასთან შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი და USDA-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)