|
2023-02-23 11:55:46, 824 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მიმოიხილა ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები. "ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა გლობალური და რეგიონული მასშტაბის გამოწვევების პირობებში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მთავარ წარმმართველ ძალად კერძო სექტორს მოიაზრებს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც წაახალისებს და მოიზიდავს კერძო ინვესტიციებს კონკრეტულ სფეროში, მათ შორისაა: ჩქაროსნული მაგისტრალი; ტურისტული ინფრასტრუქტურა; შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. მისი თქმით, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)