|
2023-02-22 13:52:09, 1012 ნახვა
საზოგადოება
გამოფენა „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, 23 თებერვლიდან, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას „ამ მოგონებამ მიმიყვანა სხვა მოგონებამდე“ უმასპინძლებს. გამოფენა წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების და პოეზიის ერთობლივ ექსპოზიციას. ნამუშევრების ერთობლიობა თითქოს ხიდია, რომელიც დამთვალიერებელს გონების ლაბირინთებში მოგზაურობას სთავაზობს. ხან ლექსი აბრუნებს რეალობასთან, ხან ვიზუალური იმპულსი ან ხმა. მნახველი, მისი უახლესი გამოცდილებებით შემოდის საგამოფენო სივრცეში და წარსულის კვალს ხვდება თითოეულ არტეფაქტში, რითაც ირთვება შინაგანი მოგზაურობის გარდაუვალი ქსელი, - ერთი მოგონებიდან მეორეში გადაეშვება. მოგონებები ჩვენი ცხოვრების და ინდივიდუალური გამოცდილებების განუყოფელი ნაწილია. აწმყოდან მიღებული მოულოდნელი იმპულსები კი როგორც სამხილები, წარსულის სხვადასხვა მოგონებების გასაღებები, ახალ-ახალ შრეებს ხსნიან ჩვენს გონებაში. კურატორული დუეტის მარიამ ლორიას და მარიამ წიქარიძის მიერ შერჩეული ხელოვანები თავიანთ ნამუშევრებში ეხებიან მეხსიერებას და მის შრეებს სხვადასხვა რაკურსით შლიან. გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შემდეგი ხელოვანების ნამუშევრებს: ტატიანა ასათიანი, თეა გვეტაძე, სოფო კობიძე, დავით მესხი, მარიამ მუთიძე, ნინო ქვრივიშვილი, ვაჟიკო ჩაჩხიანი, ნინო ჩუბინიშვილი, ბუკა ღვაბერიძე, ანნა ჯიბლაძე, გ. ჯ. გამოფენის კურატორები: მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე. გამოფენის გახსნა: 23 თებერვალი | 18:00 საათი. გამოფენის ხანგრძლივობა: 23 თებერვალი - 15 აპრილი, 2023 მისამართი: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, კ. მარჯანიშვილის ქ. #7.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)