|
2023-02-22 13:42:27, 685 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში არსებული საფეხბურთო მოედნის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე ეწყობა
დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონის გარშემო, საბურთალოს რაიონის გამგეობამ რეკრეაციული სივრცის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი გარემო შეიქმნება. „როგორც იცით, თბილისის მერიის ჩართულობითა და ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით, დიდ დიღომში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ეს არის სპორტული სკოლა. ამავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, სტადიონის გარშემო სივრცის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყობა სარბენი და საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საპარკო სკამები, ლედ განათება და სარწყავი სისტემა. მთლიანობაში, სივრცე ჯანსაღი ცხოვრებს წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე შენდება მულტიფუნქციური ცენტრიც.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)