|
2023-02-22 13:14:42, 812 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საგზაო კვანძი წესრიგდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ქალაქის მასშტაბით დაწყებული 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგების სამუშაოებზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, ამ კვანძებს შორის ერთ-ერთ მონაკვეთზე - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, გადაადგილების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები ღამის საათებში იწარმოებს. „დაწყებული გვაქვს 12 პრობლემური საგზაო კვანძის მოწესრიგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ და ვთქვით, თუ როგორ ვფიქრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, რათა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ქალაქში გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს. არსებობს შესაბამისი სივრცეები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება და ამ მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი საგზაო მონაკვეთია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული გზაჯვარედინი. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოძრაობა დღის საათებში ნაკლებად შევზღუდოთ, აღნიშნული კვანძის მოსაწესრიგებლად საჭირო სამუშაოები, განსაკუთრებით, ღამის საათებში ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნულ პრობლემურ 12 კვანძზე სამუშაოები ერთდროულად ვერ იწარმოებს, რადგან მოძრაობის შეზღუდვა მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევს. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად დავასრულოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)