16:30 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:28:53, 694 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი

2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო  ეკიპაჟების რაოდენობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ  გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა.

„2022 წელს გაფართოვდა საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი და იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში გაიზარდა საპატრულო  ეკიპაჟების რაოდენობა. აქვე აღვნიშნავ, რომ 2022 წელს, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრთა ნაკადების ზრდის შესაბამისად გაძლიერდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო მიმართულება და გაიზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა.  სასაზღვრო გამტარი პუნქტები დამატებით აღიჭურვა  ვიდეოსამეთვალყურეო კამერებით,  მესაზღვრე-კონტროლიორების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურა განახლდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics