16:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 17:25:27, 550 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვისა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა რისკების შეფასების ინსტრუმენტი - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ  გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გასული წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შესაბამის ბრძანებაში უკვე განხორციელდა საჭირო ცვლილებები.

„აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, უფრო მეტ მსხვერპლს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ძალადობისგან დაცვის ისეთი ეფექტიანი საშუალებით, როგორიც არის ელექტრონული ზედამხედველობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საშუალებით სარგებლობისთვის აუცილებელია თავად მსხვერპლის თანამშრომლობა პოლიციასთან და მისი თანხმობა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 მაისიდან შევა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics