17:52 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 11:38:41, 750 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს

ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნული სიის სათვეში "ხალხის ძალის" წევრები უნდა იყვნენ. 

"ყველა დეპუტატი ვინც ხმას მისცემს ხალხის ძალის შემოტანილ კანონს უნდა დასანქცირდეს.

სიის სათვეში "ხალხის ძალის" წევრები უნდა იყვნენ. არ უნდა შეეძლოთ ევროპაში და აშშ მოგზაურობა, სწავლა, სამსახური, ბიზნესი არც მათ, არც მათი ოჯახის წევრებს.

ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყაში კლავდნენ და ღუდუშაური აშშ ისვენებდეს სად მოსულა. სანამ ასე კონკრეტულად არ შეეხებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მანამდე იზამენ ყველაფერს რაც უნდათ",- წერს წითლიძე.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics