18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-20 12:33:55, 739 ნახვა

პოლიტიკა
„ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის დროს, აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვა არ იგეგმება“ - ოკუპირებული სოხუმი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში, "აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვა" იგეგმება. საკითხზე ვრცელ განმარტებას აკეთებს ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური და ხაზს უსვამს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის, როგორც სუვერენული, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს, ხალხის თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებით ისტორიულად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური სისტემის საფუძველი კანონით არის გათვალისწინებული და განხილვას არ ექვემდებარება".

ე.წ. პრესსამსახურის განმარტების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე პერიოდულმა გამოცემამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაავრცელა, რაც მათი აზრით, შეიძლება ჩაითვალოს მცდელობად, რომ "აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წყობის საფუძვლების შელახვაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ".

"პრეზიდენტი ასლან ბჟანია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონებისა და კონსტიტუციის მკაცრად დაცვით, რომლის გარანტიაც ის არის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციას 14 თებერვალს ესტუმრა. ბჟანია შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics