19:00 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-19 11:44:12, 1456 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი - მზად ვართ, საქართველოსთან მუშაობა გავაგრძელოთ, რათა რეკომენდაციების შესრულებაში ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმიანება. 

როგორც ფონ დერ ლაიენი წერს, ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს. 

"კარგი შესაძლებლობა მქონდა განმეხილა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. 

მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად, რათა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად",- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics