00:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 18:31:36, 975 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - მზად ვართ, ბაიდენი მინსკში მივიღოთ, პუტინიც კი ჩამოფრინდება და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდეს. ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა განმარტა, რომ მზადაა, ვლადიმერ პუტინთან და ჯო ბაიდენთან ერთობლივი შეხვედრა გამართოს, სადაც საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ ისაუბრებენ.   

"რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა,  ბოინგს და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ

არა, ის აქ არ მოვა, მაგრამ ომის შეჩერების მიზნით, ხალხის არ მოკვლის მიზნით, ღირდა. ის დარჩება პოლონეთში, რადგან პოლონეთი ევროპის ჰიენაა და დღეს, უპირველეს ყოვლისა, ის თამაშობს ყველაზე აქტიურ როლს უკრაინაში ომის ესკალაციაში. ის ყველა ამერიკელზე მეტად ყვირის“, - განაცხადა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics