18:53 - 07 Jul, 2026
|
2023-02-15 21:50:50, 1146 ნახვა
საზოგადოება
„ფემინა“ კრემლის მიერ „უცხოურ აგენტად“ გამოცხადებულ ანა რივინას სოლიდარობას უცხადებს
არასამთავრობო ორგანიზაცია “ფემინა”, რომლის მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, სოლიდარობას უცხადებს კრემლის მიერ “უცხოურ აგენტად” გამოცხადებულ ანა რივინას, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია თავადვე ავრცელებს. 2022 წელს უცხოეთში მყოფმა ანა რივინამ დაარსა პროექტი "ლაბირინთი", რომელიც უწევს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას უცხოეთში იძულებით მყოფ ქალებს. "ომის პირობებში ქალების მიმართ ძალადობა მატულობს და ქალების ხმა უფრო ჩუმად ისმის", - ნათქვამია პროექტის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ შემოეშვათ ქვეყანაში კრემლის მიერ “უცხოურ აგენტად” გამოცხადებული ანა რივინა, ევროპარლამენტარებმა გააკრიტიკეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)