|
2023-02-15 17:29:42, 1086 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა
მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, თურქეთში საქართველოდან 7 სატვირთო მანქანით 100 ტონაზე მეტი ტვირთი გაიგზავნა,-ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი ყველა იმ საჭირო ნივთს მოიცავს, რომელიც სამაშველო ოპერაციების დროს ადამიანების დახმარებისთვისაა აუცილებელი. „100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, კარვებს, თბილ ტანსაცმელს, მშრალ კვებას და ყველა იმ საჭირო ნივთს მოიცავს, რომელიც სამაშველო ოპერაციებისას ადამიანების დახმარებისთვისაა აუცილებელი. ტვირთი 7 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა, რომელიც საერთო ჯამში 100 ტონაზე მეტია. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)