|
2023-02-15 16:01:45, 1080 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაციამ, პირველადი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელიც კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობისა და საჭირო ადამიანური რესურსის მიმართულებით კონსულტაციებს მოიცავს. საუბარია კლინიკის დაგეგმარებასა და დიზაინზე, ასევე პალატებისა და ოთახების მოწყობის სტანდარტებზე. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენლების მიერ მომზადებული დოკუმენტის გათვალისწინებით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი იქნება ახალი პედიატრიული კლინიკის ნაწილი, სადაც სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ერთ სივრცეში განთავსდება. საუბარია, როგორც დიაგნოსტიკურ, ისე სამკურნალო მიმართულებებზე. პირველადი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, „იხილოვის სამედიცინო ცენტრის“ დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ, კლინიკურ და საგანმანათლებლო ბაზას გაეცნენ. ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მშენებლობის ინიციატივის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში განაცხადა. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრები ისრაელში, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში გამართეს. დაგეგმილია ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნობა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)