|
2023-02-15 14:47:07, 928 ნახვა
საზოგადოება
ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში არსებული ციციშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. დაახლოებით 2 ჰექტარზე განთავსებული რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესა და მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. „დავიწყეთ ციციშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარკი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ არსებულ სივრცეს მოვაწესრიგებდით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აქ ვითარება სრულად შეიცვლება - დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სკეიტპარკი, პატარებისთვის გაკეთდება ატრაქციონები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, სარწყავი სისტემები. პირობას ვაძლევ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ წლის ბოლოს, როდესაც სამუშაოები დასრულდება, აქ ნამდვილად სასიამოვნო გარემო იქნება. ასეთი პარკები, რეკრეაციული სივრცეები ჭირდება ჩვენს დედაქალაქს, რასაც მუნიციპალიტეტი ყველა რაიონში ახორციელებს. მომდევნო წლებში ამ ტიპის სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე. გარდა კეთილმოწყობის სამუშაოებისა, პარკში ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაითესება ბალახი და დაირგვება ასობით ნერგი. სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 5 მლნ ლარია და ის 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)